ომის შემსწავლელი ინსტიტუტი - უკრაინის ჯარებმა წინ წაიწიეს ბახმუტისა და ზაპოროჟიეს რაიონებში
ომის შემსწავლელი ინსტიტუტი - უკრაინის ჯარებმა წინ წაიწიეს ბახმუტისა და ზაპოროჟიეს რაიონებში

უკრაინა წინ მიიწევს ბახმუტისა და ზაპოროჟიეს რაიონებში, – ამის შესახებ ომის შემსწავლელი ინსტიტუტი აცხადებს.

„უკრაინის ჯარებმა განაგრძეს კონტრშეტევითი ოპერაციები დონეცკისა და ზაპოროჟიეს რაიონებში და ასევე, წინ წაიწიეს ბახმუტის რაიონში და ზაპოროჟიეს რეგიონის დასავლეთით“, – აღნიშნულია განცხადებაში.

ომის შემსწავლელი ინსტიტუტის ცნობით, უკრაინამ გასული კვირის განმავლობაში ბახმუტის მიმართულებით ორი კვადრატული კილომეტრი გაათავისუფლა და წარმატებებს მიაღწია კლეშჩეევკასა და ანდრეევკას მიმართულებებით.

უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილის, ანა მალიარის თქმით, გასული კვირის განმავლობაში უკრაინულმა ჯარებმა ზაპოროჟიეს მიმართულებით სულ დაიბრუნეს 4,8 კვადრატული კილომეტრი.