ვაჟა სირაძე - უსაფრთხოება დაცულია, რაიმე დაპირისპირება თუ მოხდება, პოლიციას მყისიერი რეაგირება ექნება
ვაჟა სირაძე - უსაფრთხოება დაცულია, რაიმე დაპირისპირება თუ მოხდება, პოლიციას მყისიერი რეაგირება ექნება

საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსის ვაჟა სირაძის განცხადებით, რუსთაველის გამზირზე დაცულია უსაფრთხოება და მობილიზებულია პოლიცია.

მისივე თქმით, რაიმე დაპირისპირება თუ მოხდება, სამართალდამცველებს მყისიერი რეაგირება ექნებათ.

„დაცულია უსაფრთხოება. მობილიზებულია პოლიცია და იცავს საზოგადოებრივ წესრიგს. რაიმე დაპირისპირება თუ მოხდება, პოლიცია მყისიერად მოახდენს რეაგირებას“, – განაცხადა ვაჟა სირაძემ.