ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ვაჟა-ფშაველას გამზირზე.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე „მერსედესის“ მარკის მსუბუქი ავტომობილი ლურჯ ავტობუსს შეეჯახა.
ავტოსაგზაო შემთხვევის დროს ავტობუსში მგზავრები არ იმყოფებოდნენ.
როგორც პირველი არხის ჟურნალისტი ადგილიდან იუწყება, მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა.