ვაჟა-ფშაველას გამზირზე მსუბუქი ავტომობილი ავტობუსს შეეჯახა

00:51, 24.07.2018

ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ვაჟა-ფშაველას გამზირზე.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე „მერსედესის“ მარკის მსუბუქი ავტომობილი ლურჯ ავტობუსს შეეჯახა.

ავტოსაგზაო შემთხვევის დროს ავტობუსში მგზავრები არ იმყოფებოდნენ.

როგორც პირველი არხის ჟურნალისტი ადგილიდან იუწყება, მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა.

 

მსგავსი