ვაჟ მოჭადრაკეთა შორის საქართველოს ჩემპიონატის დასკვნითი ტური ხვალ გაიმართება
ვაჟ მოჭადრაკეთა შორის საქართველოს ჩემპიონატის დასკვნითი ტური ხვალ გაიმართება

ნონა გაფრინდაშვილის სახელობის თბილისის ჭადრაკის სასახლეში გრძელდება საქართველოს 77-ე ჩემპიონატი ვაჟ მოჭადრაკეთა შორის. მეორე წრის პირველ ტურში 4-დან სამი პარტია ყაიმით დასრულდა. თორნიკე სანიკიძემ შავი ფერის ფიგურებით საქართველოს მოქმედი ჩემპიონი ლუკა პაიჭაძე დაამარცხა.
კაჭარავა ½ : ½ ყუფარაძე
მაღალაშვილი ½ : ½ მჭედლიშვილი
მორჩიაშვილი ½ : ½ ჯოჯუა
პაიჭაძე 0 : 1 სანიკიძე.
ხვალ, 14:00 საათზე დასკვნითი ტური გაიმართება. იმ შემთხვევაში, თუ სერიის ანგარიშში ყაიმი დაფიქსირდება, მაშინ 21 იანვარს გამარჯვებული დამატებით ტაი-ბრეიქში გამოვლინდება.