საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ნაკრები მსოფლიოს გუნდური ჩემპიონატის ნახევარფინალში იასპარეზებს #1TVSPORT
საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ნაკრები მსოფლიოს გუნდური ჩემპიონატის ნახევარფინალში იასპარეზებს #1TVSPORT

პოლონეთის ქალაქ ბიდგოშჩში, ქალ მოჭადრაკეთა შორის მიმდინარე მსოფლიოს გუნდურ პირველობაზე, საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ნაკრების წევრებმა მეოთხედფინალურ ეტაპზე პირველი პარტიის მოგების შემდეგ, მეორე პაექრობა ჩინელ მოჭადრაკეებთან ყაიმით დაასრულეს და ნახევარფინალური ეტაპის საგზური მოიპოვეს

ნახევარფინალში ქართველი მოჭადრაკეები 10 სექტემბერს ამერიკის წარმომადგენლებს დაუპირისპირდებიან.

მსოფლიო ჩემპიონის ტიტულისათვის საქართველოსა და ამერიკის გუნდების გარდა, საფრანგეთისა და ყაზახეთის ნაკრებები იბრძვიან.

მსოფლიოს გუნდურ ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების შემადგენლობა:

ბელა ხოტენაშვილი (2423), მერი არაბიძე (2349), ნინო ბაციაშვილი (2366), ლელა ჯავახიშვილი (2342), სალომე მელია (2267).

საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ნაკრებმა ზუსტად ამ შემადგენლობით მსოფლიოს გუნდურ ჩემპიონატზე 2015 წელს გაიმარჯვა.