ჭადრაკი | მიხეილ კეკელიძე ევროპის ჩემპიონია #1TVSPORT

17:19, 04.11.2024

იტალიის ქალაქ ლინიანოში გაიმართა ევროპის ჩემპიონატი სხვადასხვა ასაკობრივ კატეგორიაში. სენიორებში (+50) ჩემპიონის ტიტული მოიპოვა მიხეილ კეკელიძემ.

თბილისელი დიდოსტატი თითქმის მთელი ჩემპიონატის განმავლობაში ლიდერობდა და საბოლოოდ ცხრა შესაძლებლიდან 7 ქულა მოაგროვა. ამდენივე ქულა ჰქონდათ ნიდერლანდელ  ედვინ ვან ჰაასტერტსა და სლოვაკ მარტინ მრვას.

დამატებითი მაჩვენებლებს გათვალისწინებით, ჩემპიონის ტიტული კეკელიძემ მოიპოვა.

მსგავსი