მსოფლიოს გუნდურ პირველობაზე საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ნაკრებმა ყაზახეთს პირველი პარტია მოუგო #1TVSPORT
მსოფლიოს გუნდურ პირველობაზე საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ნაკრებმა ყაზახეთს პირველი პარტია მოუგო #1TVSPORT

პოლონეთის ქალაქ ბიდგოშჩში, ქალ მოჭადრაკეთა შორის მიმდინარე მსოფლიოს გუნდურ პირველობაზე, საქართველოს ნაკრების წევრებმა ფინალური ეტაპის პირველი პარტია ყაზახეთის გუნდის წინააღმდეგ წარმატებით დაასრულეს.

გუნდს გამარჯვების ქულა ლელა ჯავახიშვილმა მოუტანა.

ფინალური ეტაპის მეორე ტურის პარტიები, თბილისის დროით, 19:00 საათზე დაიწყება და მინიმუმ ყაიმის შემთხვევაში, საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ნაკრები მსოფლიოს გუნდური ჩემპიონატის გამარჯვებული გახდება.