ვაჟ მოჭადრაკეთა შორის მიმდინარე საქართველოს ჩემპიონატს ერთპიროვნულად გიგა ყუფარაძე ლიდერობს #1TVSPORT
ვაჟ მოჭადრაკეთა შორის მიმდინარე საქართველოს ჩემპიონატს ერთპიროვნულად გიგა ყუფარაძე ლიდერობს #1TVSPORT

ნონა გაფრინდაშვილის სახელობის თბილისის ჭადრაკის სასახლეში მიმდინარე ვაჟ მოჭადრაკეთა რიგით 82-ე ჩემპიონატზე დღეს მესამე ტურის პარტიები გაიმართა.

მესამე ტურის შედეგები:

პაიჭაძე 1:0 კაჭარავა

გაგუნაშვილი 1/2:1/2 მჭედლიშვილი

მაღალაშვილი 0:1 ნიგალიძე

თუთისანი 0:1 პეტრიაშვილი

ყუფარაძე 1:0 სანიკიძე

საქართველოს ჩემპიონატის სატურნირო ცხრილს ერთპიროვნულად 2,5 ქულით გიგა ყუფარაძე ლიდერობს.

7 იანვარს მოჭადრაკეები დაისვენებენ, კვირას კი მეოთხე ტურის პარტიები ჩატარდება.

მეოთხე ტური:

კაჭარავა – სანიკიძე

პეტრიაშვილი – ყუფარაძე

ნიგალიძე – თუთისანი

მჭედლიშვილი – მაღალაშვილი

პაიჭაძე – გაგუნაშვილი