უზენაესი სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე ნინო გვენეტაძე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პრორექტორი იქნება.
საქართველოს პირველ არხს თსუ-ში განუცხადეს, რომ რექტორს ორი ახალი მოადგილე ჰყავს – ნინო გვენეტაძე და ნინო ოკრიბელაშვილი.
ნინო გვენეტაძე უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობიდან გასულ წელს გადადგა.