უზენაეს სასამართლოში ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმეზე მსჯავრდებულების პროცესი მიმდინარეობს
უზენაეს სასამართლოში ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმეზე მსჯავრდებულების პროცესი მიმდინარეობს

უზენაეს სასამართლოში ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობების საქმეზე მსჯავრდებულების მიმართ, შესაძლოა, განაჩენი დღეს გამოცხადდეს. სხდომა უზენაეს სასამართლოში მიმდინარეობს.

სასამართლო პროცესზე დღეს, ლევან დადუნაშვილის მკვლელობისთვის მსჯავრდებული გუგა ბარბაქაძის ადვოკატის საჩივარს განიხილავენ. ამის შემდეგ კი, პროკურატურა დააყენებს შუამდგომლობას დავით სარალიძის ჯგუფურად მკვლელობის საქმეზე მსჯავრდებულ გიორგი ჯანაშიასთან საპროცესო შეთანხმების შესახებ.

როგორც საქმის პროკურორმა აღნიშნა, ჯანაშიას საპროცესო აღიარებითი ჩვენებისა და გამოძიებისთვის მიწოდებული მნიშვნელოვანი ინფორმაციის საფუძველზე გაუფორმდა. რა პირობებს გულისხმობს შეთანხმება, პროკურორი არ აკონკრეტებს, თუმცა სავარაუდოდ სასჯელის შემსუბუქებაზეა საუბარი.

რაც შეეხება გუგა ბარბაქაძეს, მის ადვოკატს საპროცესო შეთანხმებაზე უარი ეთქვა. ის დანაშაულს არ აღიარებს. ბარბაქაძეს და ჯანაშიას 11 წლითა და სამი თვით პატიმრობა აქვთ მისჯილი.