უსინათლო ადამიანთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, მოძრაობა „ინკლუზიური საზოგადოება-საქართველოს“ წევრებმა პრემიერ-მინისტრს წერილით მიმართეს
უსინათლო ადამიანთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, მოძრაობა „ინკლუზიური საზოგადოება-საქართველოს“ წარმომადგენლებმა საქართველოს პრემიერ-მინისტრს წერილით მიმართეს.
როგორც მოძრაობის წევრები ამბობენ, შარშანდელისგან განსხვავებით, ბრაილის შრიფტით დაწერილი წერილის კანცელარიაში ჩაბარება შეძლეს.
„ეს არის წინ გადადგმული ნაბიჯი. შარშან ირიბ დისკრიმინაციას წავაწყდით, როცა ბრაილის შრიფტით დაწერილი წერილით გვსურდა პრემიერისთვის მიგვემართა. ხელნაწერი წერილის მოტანა მოგვთხოვეს, წელს კი ეს გამოსწორდა“, – განაცხადა გია ჯვარშეიშვილმა.
მოძრაობა „ინკლუზიური საზოგადოება – საქართველოს“ წარმომადგენლები ქვეყანაში უსინათლოთა ერთადერთ სკოლაში არსებული კრიტიკული სიტუაციის გამოსწორებას მოთხოვენ და ამ საკითხე პრემიერს მიმართავენ. მათი თქმით, წლევანდელ ბიუჯეტში აუცილებელია გათვალიწინებულ იქნას 202-ე სკოლის რეაბილიტაციისთვის საჭირო თანხები.