ბრაილის შრიფტით დაბეჭდილი ძველი აღთქმის პირველი წიგნის - „დაბადება“ პრეზენტაცია გაიმართა [ფოტო]
ბრაილის შრიფტით დაბეჭდილი ძველი აღთქმის პირველი წიგნის - „დაბადება“ პრეზენტაცია გაიმართა [ფოტო]

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტომ ახალი სოციალური პროექტის, ბრაილის შრიფტით დაბეჭდილი ძველი აღთქმის პირველი წიგნის – „დაბადება“ პრეზენტაცია გამართა. ღონისძიებას საქართველოში არსებული რელიგიური ორგანიზაციების ლიდერები და საქართველოს უსინათლოთა კავშირის წარმომადგენლები დაესწრნენ, რომლებსაც ახალი გამოცემა საჩუქრად გადაეცათ.

„სამწუხაროდ, აქამდე საქართველოში უსინათლოებისთვის არ ყოფილა დაბეჭდილი ძველი აღთქმა. აქედან გამომდინარე, მათი მხრიდან გამოითქვა ინტერესი. ბუნებრივია, მივიღეთ გადაწყვეტილება, ის შეგვესრულებინა. როგორც ჩვენთვის არის ცნობილი, ბრაილის შრიფტის წამკითხველი საქართველოში დაახლოებით 60-70 კაცია. მცირე რაოდენობაა, თუმცა მათთვის მნიშვნელოვანია ამ პროექტის განხორციელება“, – აცხადებს რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძე.