უსიკი მსოფლიოს საუკეთესო მოკრივეთა რეიტინგის ლიდერი გახდა #1TVSPORT
ავტორიტეტულმა საკრივო გამოცემა The Ring-მა განაახლა მსოფლიოს საუკეთესო მოკრივეთა ტრადიციული რეიტინგი, რომელიც ყველა წონითი კატეგორიის მებრძოლებით კომპლექტდება.
ენტონი ჯოშუას დამარცხების შემდეგ, სუპერმძიმე წონაში WBA-ს, WBO-სა და IBF-ის ტიტულების მფლობელი ოლექსანდრ უსიკი სათავეში ჩაუდგა პრესტიჟულ რეიტინგს. უკრაინელმა პირველი პოზიცია წაართვა უმჩატეს წონაში WBC-ის, WBA-სა და IBF-ის საჩემპიონო ქამრების მფლობელს ნაოია ინუეს.
The Ring-ის განახლებული რეიტინგი:
-
ოლექსანდრ უსიკი (უკრაინა)
საჩემპიონო ქამრები: IBF, WBA, WBO
კარიერა: 20-0-0 (13 KO)
-
ნაოია ინუე (იაპონია)
საჩემპიონო ქამრები: IBF, WBA, WBC
კარიერა: 23-0-0 (20 KO)
-
ტერენს კროუფორდი (აშშ)
საჩემპიონო ქამრები: WBO
კარიერა: 38-0-0 (29 KO)
-
ეროლ სპენსი (აშშ)
საჩემპიონო ქამრები: IBF, WBA, WBC
კარიერა: 28-0-0 (22 KO)
-
კანელო ალვარესი (მექსიკა)
საჩემპიონო ქამრები: IBF, WBA, WBC, WBO
კარიერა: 57-2-2 (39 KO)
-
ვასილი ლომაჩენკო (უკრაინა)
საჩემპიონო ქამრები: არა
კარიერა: 16-2-0 (11 KO)
-
დმიტრი ბივოლი (რუსეთი)
საჩემპიონო ქამრები: WBA
კარიერა: 20-0-0 (11 KO)
-
ჯოშ ტეილორი (ბრიტანეთი)
საჩემპიონო ქამრები: WBO
კარიერა: 19-0-0 (13 KO)
-
ჯერმელ ჩარლო (აშშ)
საჩემპიონო ქამრები: IBF, WBA, WBC, WBO
კარიერა: 35-1-1 (19 KO)
-
არტურ ბეტერბიევი (რუსეთი)
საჩემპიონო ქამრები: IBF, WBC, WBO
კარიერა: 18-0-0 (18 KO)