ალექსანდ უსიკმა სატიტულო ბრძოლაში ნოკაუტით გაიმარჯვა [ვიდეო] #1TVSPORT
ალექსანდ უსიკმა სატიტულო ბრძოლაში ნოკაუტით გაიმარჯვა [ვიდეო] #1TVSPORT

პოლონეთის ქალაქ ვროცლავში პრომოუტერული კომპანიის, К2 Promotions-ის მიერ ორგანიზებული საკრივო საღამო გაიმართა, რომლის მთავარი ორთაბრძოლა იყო სუპერმძიმე წონაში WBA-ს, WBO-ს, IBF-ისა და IBO-ს ვერსიებით მსოფლიო ჩემპიონის, ალექსანდრ უსიკის დაპირისპირება დანიელ დუბუას წინააღმდეგ.

მოკრივეებმა ორთაბრძოლა მშვიდად დაიწყეს. დუბუამ ფრთხილი ტაქტიკა აირჩია და მეტოქეებმა სახიფათო დარტყმები პირველად მხოლოდ მეორე რაუნდში გაცვალეს.

მეხუთე რაუნდში დუბუას დარტყმისგან უსიკი რინგზე აღმოჩნდა და ხუთი წუთი წამოდგომას ვერ ახერხებდა. რეფერიმ მიიჩნია, რომ ბრიტანელმა უკრაინელს მუცლის ქვემოთ დაარტყა და დუბუას გამარჯვება არ მიანიჭა.

მეექვსე რაუნდიდან მოყოლებული უსიკმა უპირატესობა მოიპოვა. დუბუამ გაძლო ამ სამწუთეულში, მეშვიდე რაუნდში კი თავად შეძლო რამდენიმე კარგი დარტყმის შესრულება, თუმცა უპირატესობას მაინც უკრაინელი ფლობდა.

მერვე რაუნდის ბოლოს უსიკმა კარგი კომბინაცია შეასრულა და დუბუამ მუხლი დადო რინგზე, მაგრამ შეძლო წამოდგომა. მეცხრე რაუნდში ბრიტანელი ისევ აღმოჩნდა ნოკდაუნში და რეფერიმ ბრძოლის გაგრძელების უფლება აღარ მისცა, რითიც უსიკმა ტიტული შეინარჩუნა.

უსიკმა პროფესიულ კარიერაში 21-ე ბრძოლა ჩაატარა და ჯერაც დაუმარცხებელია. ეს მისი პირველი ბრძოლა იყო 2022 წლის აგვისტოს შემდეგ, როცა მატჩრევანშში დაამარცხა ბრიტანელი ენტონი ჯოშუა.