ოფიციალურად - ჯოშუა-უაიტის რევანში 12 აგვისტოს გაიმართება #1TVSPORT
ოფიციალურად - ჯოშუა-უაიტის რევანში 12 აგვისტოს გაიმართება #1TVSPORT

სუპერმძიმე წონით კატეგორიაში ოფიციალურად დაანონსდა მატჩ-რევანში ბრიტანელ მოკრივეებს – ენტონი ჯოშუასა და დილიან უაიტს შორის.

მებრძოლებს შორის განმეორებითი ორთაბრძოლა 12 აგვისტოს, ლონდონში „O2-არენაზე“ გაიმართება.

პირველი ბრძოლა უაიტსა და ჯოშუას შორის 2015 წლის დეკემბერში გაიმართა და ჯოშუას გამარჯვებით დასრულდა ნოკაუტით მეშვიდე რაუნდში.

უაიტმა პროფესიულ რინგზე 32 ბრძოლა ჩაატარა და 29 მოიგო (19 – ნოკაუტით). ჯოშუას ანგარიშზეა 25 მოგება (22 – ნოკაუტით) 28 ბრძოლაში.