განახლდა მსოფლიოს საუკეთესო მოკრივეების რეიტინგი #1TVSPORT
განახლდა მსოფლიოს საუკეთესო მოკრივეების რეიტინგი #1TVSPORT

ამერიკულმა ტელეკომპანია ESPN-მა წარმოადგინა მსოფლიოს 10 საუკეთესო მოკრივის განახლებული რეიტინგი, რომელშიც ყველა წონითი კატეგორიის მებრძოლია შესული.

პირველობა შეინარჩუნა ნახევრადსაშუალო წონაში WBO-ს ტიტულის მფლობელმა ტერენს კროუფორდმა. პირველ სამეულში არიან უმჩატეს წონაში მსოფლიოს ყოფილი აბსოლუტური ჩემპიონი ნაოია ინოუე და სუპერმძიმე წონაში WBA-ის, WBO-სა და IBF-ის ჩემპიონი ალექსანდრ უსიკი.

TOP10-ში ერთადერთი ცვლილება მოხდა. მჩატე წონაში მსოფლიოს აბსოლუტურმა ჩემპიონმა, დევინ ჰეინიმ, ვასილი ლომაჩენკოს დამარცხების შემდეგ, შაქურ სტივენსონს გაუსწრო და მეცხრე ადგილზე გადავიდა.

სრული რეიტინგი ასე გამოიყურება:

  1. ტერენს კროუფორდი (აშშ)
  2. ნაოია ინოუე (იაპონია)
  3. ალექსანდრ უსიკი (უკრაინა)
  4. ეროლ სპენსი (აშშ)
  5. საულ ალვარესი (მექსიკა)
  6. დმიტრი ბივოლი (რუსეთი)
  7. ტაისონ ფიური (ბრიტანეთი)
  8. არტურ ბეტერბიევი (რუსეთი)
  9. დევინ ჰეინი (აშშ)

10. შაქურ სტივენსონი (აშშ)