ოლეკსანდრ უსიკმა ტაისონ ფიური დაამარცხა და მსოფლიოს აბსოლუტური ჩემპიონი გახდა #1TVSPORT
ოლეკსანდრ უსიკმა ტაისონ ფიური დაამარცხა და მსოფლიოს აბსოლუტური ჩემპიონი გახდა #1TVSPORT

უკრაინელმა მოკრივემ, ოლეკსანდრ უსიკმა საუდის არაბეთში დაუმარცხებელი ბრიტანელი ტაისონ ფიური მსაჯთა გაყოფილი გადაწყვეტილებით დაამარცხა და მსოფლიოს აბსოლუტური ჩემპიონი გახდა.

უსიკისა და ფიურის ბრძოლა ძალიან დაძაბული გამოვიდა და გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა. ბოლო რაუნდებში უკრაინელმა მოუმატა, მან მეცხრე რაუნდში ნოკდაუნიც ჩაიწერა და ვადამდელ გამარჯვებასთან ახლოს იყო.

საბოლოოდ, მსაჯთა ქულები ასე განაწილდა – 114:113 (ფიური), 113:114 (უსიკი), 112:115 (უსიკი).

37 წლის უკრაინელი კრივში დღემდე დაუმარცხებელია, მას 22 ბრძოლა აქვს ჩატარებული და ყველა მოიგო. რაც შეეხება ფიურის, ის აქამდე რინგზე 35-ჯერ იყო ასული – 34 გამარჯვება, ერთი ფრე.

ოლეკსანდრ უსიკმა ოთხი ქამრის გაერთიანება მოახერხა, ასეთი რამ კი კრივის ისტორიაში პირველად მოხდა. ბოლო აბსოლუტური ჩემპიონი ლენოქს ლუისი იყო, მან ეს ტიტული 1999 წელს მოიპოვა, თუმცა მაშინ მან მხოლოდ სამი ქამარი გააერთიანა.