უშუქობის გამო, თბილისის საქალაქო სასამართლოში სხდომები შეფერხებით იმართება
თბილისის საქალაქო სასამართლოში სხდომები შეფერხებით იმართება. ამის მიზეზი ელექტროენერგიის გათიშვა გახდა, რომლის აღდგენა ამ დრომდე ვერ ხერხდება.
სასამართლო მხოლოდ ისეთ საქმეებზე ატარებს სხდომებს, რომლის ვადებიც შემჭიდროებულია.
რაც შეეხება ელექტროენერგიის გათიშვის მიზეზს, როგორც პირველ არხს სასამართლოს პრესსამსახურში განუმარტეს, დილის საათებში ძაბვის ცვალებადობამ დაზიანება გამოიწვია და ამ დრომდე ადგილზე კომპანია „თელასის“ წარმომადგენლები მუშაობენ.