USAID-ის პროგრამის „დამსაქმებლები პროფესიული განათლებისთვის“ ფარგლებში, ტრენერთა ტრენინგის პროგრამა დღეიდან დაიწყო
ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) პროგრამის „დამსაქმებლები პროფესიული განათლებისთვის“ ფარგლებში, Hospitality Management Institute (HMI)-მა, დაიწყო ტრენერთა ტრენინგის პროგრამა ორი მიმართულებით: 1) სასტუმროს ოპერირება; 2) ტურისტული დანიშნულების ადგილის მდგრადი მართვა.
აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტო ავრცელებს.
მათივე ცნობით, პროექტი კერძო სექტორის, საერთაშორისო საგანმანათლებლო პარტნიორების, გაერო-ს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის (UNWTO), საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისა და პროფესიული უნარების სააგენტოს მხარდაჭერით ხორციელდება.
„პროგრამები ეფუძნება სტუმარ-მასპნიძლობის ინდუსტრიის კერძო სექტორის დღევანდელ მოთხოვნილებებსა და საჭიროებებზე, რომლებიც წარმოდგენილია TBC Capital-ის კვლევაში. პროგრამა შედგენილია HMI-ს პარტნიორი, მსოფლიო სამეულის წევრი უნივერსიტეტის Les Roches Les Roches Global Hospitality Education-თან თანამშრომლობით; ხოლო, ტურისტული დანიშნულების ადგილის მდგრადი მართვის პროგრამა შეიქმნა ასევე HMI-ის პარტნიორ შვეიცარიულ სკოლასთან – Lucerne University of Applied Sciences and Arts თანთანამშრომლობით.
პროგრამა ეფუძნება, გაერო-ს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის (UNWTO) 2030 წლამდე გაწერილი მდგრადი განვითარების გეგმას. აღნიშნული პროგრამები სტუმარ-მასპინძლობის სფეროში პროფესიული განათლების დანერგვის პირველი ეტაპია. HMI-ს მიზანი, ზემოთ ხსენებულ საერთაშორისო პარტნიორებთან, სახელმწიფოსა და კერძო სექტორთან ერთად ახალი, ინოვაციური სასწავლო პროექტების შემუშავებაა. შვეიცარიულ გამოცდილებასა და ცოდნაზე დაფუძნებული პროგრამები ინდუსტრიის სტანდარტების გაუმჯობესების, ახალი, ძლიერი, ადამიანური კაპიტალის გადამზადებისა და ქვეყნის პოტენციალის მთლიანად ათვისების შესაძლებლობაა“, – ნათქვამია ინფორმაციაში.