ურეკში ზღვაში 13 წლის ბიჭი დაიხრჩო. შემთხვევა დაახლოებით დილის 07:00 საათზე მოხდა.
მოზარდი ზღვაში კიდევ ორ თანატოლთან ერთად იყო შესული, რომელთა გადარჩენა მაშველებმა მოახერხეს.
როგორც პირველ არხს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, მაშველებმა სანაპირო ზოლის დათვალიერებისას შენიშნეს ორი მოზარდი, რომლებიც დახმარებას ითხოვდნენ, მოზარდების წყლიდან ამოყვანის შემდეგ კი მათ მაშველებს უთხრეს, რომ ზღვაში მესამე მოზარდიც იმყოფებოდა. მაშველებმა მოგვიანებით 13 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს.
არსებული ინფორმაციით, მოზარდი ურეკში ჩასული ცეკვის ანსამბლის წევრი იყო.
შემთხვევის ამსახველი ფოტო სოციალურ ქსელში გავრცელდა.