უნგრეთის გრანპრი ჰემილტონმა მოიგო
უნგრეთის გრანპრი ჰემილტონმა მოიგო

ფორმულა 1-ში მსოფლიოს მოქმედმა ჩემპიონმა ლუის ჰემილტონმა სეზონში მეხუთე გამარჯვება მოიპოვა – ბრიტანელმა დამაჯერებელ სტილში აჯობა ყველას უნგრეთის გრანპრიზე.
“მერსედესის” პილოტი, რომელმაც შაბათს, წვიმიან კვალიფიკაციაში მოულოდნელად მოიპოვა პოული, დომინირებდა სტარტიდან ფინიშამდე და მთელი დისტანციის განმავლობაში, ერთხელ არ მისცა არავის ეჭვის საბაბი თავის უპირატესობაში. ფინიშზე ლუისი 17-წამიანი ჰანდიკაპით მივიდა.

მეორე ადგილზე “ფერარის” ლიდერი სებასტიან ფეტელი გავიდა, მესამეზე მისი თანაგუნდელი კიმი რაიკონენი.

ამ გამარჯვების შემდეგ, ლიდერი ჰემილტონი საზაფხულო შესვენებაზე 24-ქულიანი უპირატესობით წავიდა. ჩემპიონატი 26 აგვისტოს, ბელგიის გრანპრით განახლდება.