უმრავლესობის გარეთ მყოფმა ცხრა დეპუტატმა საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრად ნინია კაკაბაძის კანდიდატურა წარადგინა
“ევროპული საქართველოს” წევრის, დეპუტატ ხათუნა გოგორიშვილის განცხადებით, უმრავლესობის გარეთ მყოფმა ცხრა დეპუტატმა საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრად ნინია კაკაბაძის კანდიდატურა წარადგინა. როგორც ჟურნალისტებს გოგორიშვილმა განუცხადა, დეპუტატების არჩევანი შემთხვევითი არ იყო, რადგან ბორდში რაც უფრო კვალიფიციური და პრინციპული ადამიანი იქნება, სამეურვეო საბჭოს მუშაობა მით უფრო საჯარო და ღია გახდება.
“მართალია, ერთი-ორი ადამიანი ბორდის პოლიტიკას ვერ შეცვლის, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ იქ კვალიფიციური და პრინციპული ადამიანები იყვნენ. ნინია კაკაბაძე სწორედ ასეთია. წინა მოწვევის პარლამენტში სამწუხარო გამოცდილება გვაქვს, როცა უმრავლესობამ ნინია კაკაბაძის კანდუდაურა ჩააგდო. ვიმედოვნებ, ამჯერად ასეთ საქციელს ადგილი არ ექნება და უმრავლესობა გააცნობიერებს, რომ ბორდის წევრები კანონის მოთხოვნით უნდა შეარჩიონ და არა – მათი მოწონებით”, – განაცხადა გოგორიშვილმა და აღნიშნა, რომ ოპოზიციის მიერ წარდენილი კანდიდატის მხარდაჭერა უმრავლესობის ვალდებულებაა.