უკრაინული მედიის ინფორმაციით, რუსეთის ძალებმა უკრაინის ქალაქები ლუცკი და დნიპრო დაბომბეს
უკრაინული მედიის ინფორმაციით, რუსეთის ძალებმა უკრაინის ქალაქები – ლუცკი და დნიპრო პირველად დაბომბეს.
გავრცელებული ცნობით, ქალაქებზე სამი ავიაიერიში განხორციელდა. დნიპროში ერთი ჭურვი საბავშვო ბაღთან და საცხოვრებელ კორპუსთან ახლოს ჩამოვარდა.
ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, დაღუპულია ერთი ადამიანი.