უკრაინული მედიის ცნობით, დნიპროში რუსეთის სარაკეტო თავდასხმის შედეგად დაღუპულია ხუთი ადამიანი, 64 კი დაშავდა
უკრაინული მედიის ცნობით, დნიპროში რუსეთის სარაკეტო თავდასხმის შედეგად დაღუპულია ხუთი ადამიანი, 64 კი დაშავდა

რუსეთის სარაკეტო თავდასხმის შედეგად, უკრაინის ქალაქ დნიპროში მრავალსართულიანი კორპუსი ჩამოინგრა.

უკრაინული მედიის ცნობით, ბოლო მონაცემებით, ნგრევის შედეგად დაღუპულია ხუთი ადამიანი, 64 კი დაშავდა. დაშავებულთაგან 12 ბავშვია.

ამასთან, მედია უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციაზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას, რომ საცხოვრებელ კორპუსში, შესაძლოა, 200-მდე ადამიანი, მათ შორის 50 ბავშვი იმყოფებოდა. კორპუსის ნაწილში, რომელიც რუსეთის სარაკეტო იერიშის შედეგად დაინგრა, 70-ზე მეტი საცხოვრებელი ბინაა რეგისტრირებული.

მოქალაქეების ნაწილი ნანგრევებშია მოყოლილი. ბოლო მონაცემებით, სამაშველო ოპერაციის შედეგად, ნანგრევებიდან 35 ადამიანის ამოყვანა მოხერხდა, რომელთა შორის ექვსი ბავშვია.

დაბომბვის შედეგად, საერთო ჯამში, ათასზე მეტი ადამიანის საცხოვრებელი პირობებით უზრუნველყოფა გახდა აუცილებელი.