ქუთაისის მერია უკრაინის ქალაქ დნიპროს გენერატორს გაუგზავნის
ქუთაისის მერია უკრაინის ქალაქ დნიპროს გენერატორს გაუგზავნის

ქუთაისის მერია უკრაინის ქალაქ დნიპროს გენერატორს გაუგზავნის. განცხადება ამის შესახებ ქალაქის ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარემ, ირაკლი შენგელიამ საკრებულოს სხდომაზე გააკეთა.

როგორც ირაკლი შენგელიამ აღნიშნა, გენერატორი დამეგობრებულ ქალაქ დნიპროში უახლოეს დღეებში გაიგზავნება.

მისივე თქმით, ქუთაისი უკრაინაში ომის დაწყების პირველივე დღეებიდან ეხმარებოდა და ეხმარება ომით დაზარალებულ უკრაინელ ხალხს. შენგელიამ აღნიშნა, რომ ჰუმანიტარული ტვირთის გაგზავნის გარდა, უშუალოდ ქუთაისის მერიის მიერ 50 000 ლარი გადაირიცხა უკრაინის დასახმარებლად შექმნილ ანგარიშზე.