უკრაინული მედია - ლუცკში ავტობუსის გამტაცებელი აცხადებს, რომ ერთი მძევალი დაჭრილია
უკრაინული მედია - ლუცკში ავტობუსის გამტაცებელი აცხადებს, რომ ერთი მძევალი დაჭრილია

მაქსიმ კრივოში, რომელსაც უკრაინის ქალაქ ლუცკში მძევლები ჰყავს აყვანილი, ტელეკომპანია „ენთიესისთან“ აცხადებს, რომ მძევლები ცუდ მდგომარეობაში არიან. მისი ინფორმაციით, მძევალთაგან ერთი დაჭრილია და  ასევე ავტობუსში ორსული ქალი და ბავშვიც არიან.

გამტაცებელი ამბობს, რომ მძევლებს იმ შემთხვევაში გაუშვებს, თუ მისი ყველა მოთხოვნა შესრულდება. კრიშოვის თქმით, ადგილზე უფრო მეტი კამერა რომ ყოფილიყო, მისი მოთხოვნებს უფრო მალე შესრულდებოდა.

უკრაინული მედიის ინფორმაციით, გამტაცებელი მოითხოვს, რომ ხელისუფლებისა და სასამართლოს მაღალჩინოსნებმა, ასევე ეკლესიის მაღალი იერარქიის სასულიერო პირებმა, ჩაწერონ ვიდეომიმართვები და აღიარონ, რომ კანონიერი ტერორისტები არიან.

უკრაინის დროით 09:25 საათზე ქალაქ ლუცკში, მოქალაქე მაქსიმ კრივოშმა ავტობუსი გაიტაცა, პოლიციაში თავად დარეკა და სამართალდამცველებს აცნობა, რომ მძევლები ჰყავდა აყვანილი. ლუცკში ცხრა საათზე მეტია, პოლიციის ოპერაცია მიმდინარეობს.

ლუცკში არსებულ მდგომარეობას ქვეყნის პრეზიდენტი ვლადიმირ ზელენსკი გამოეხმაურა. მისი თქმით, მიმდინარეობს ოპერაცია და ყველაფერი კეთდება, რომ სიტუაცია მსხვერპლის გარეშე დარეგულირდეს.