ვლადიმირ ზელენსკი – ყველაფერი კეთდება, რომ ლუცკში სიტუაცია მსხვერპლის გარეშე დარეგულირდეს

13:08, 21.07.2020

უკრაინის ქალაქ ლუცკში არსებულ მდგომარეობას ქვეყნის პრეზიდენტი ვლადიმირ ზელენსკი გამოეხმაურა.

პრეზიდენტის თქმით, სამართალდამცველები ყველაფერს აკეთებენ, რათა მდგომარეობა განიმუხტოს.

„საგანგაშო ინფორმაციაა ლუცკიდან. დილით, 09:25 საათზე პოლიციის განყოფილებაში მამაკაცმა დარეკა და თქვა, რომ ავტობუსი გაიტაცა, ტრანსპორტში მყოფი ადამიანები კი, მძევლებად აიყვანა. ოპერაცია „მძევალი“ ამ წუთებში მიმდინარეობს. ყველაფერი კეთდება, რომ სიტუაცია მსხვერპლის გარეშე დარეგულირდეს“, – წერს ვლადიმირ ზელენსკი.

უკრაინაში, ქალაქ ლუცკში უცნობმა მამაკაცმა ავტობუსი გაიტაცა და მძევლები აიყვანა.

მსგავსი