ვლადიმირ ზელენსკი - ყველაფერი კეთდება, რომ ლუცკში სიტუაცია მსხვერპლის გარეშე დარეგულირდეს
უკრაინის ქალაქ ლუცკში არსებულ მდგომარეობას ქვეყნის პრეზიდენტი ვლადიმირ ზელენსკი გამოეხმაურა.
პრეზიდენტის თქმით, სამართალდამცველები ყველაფერს აკეთებენ, რათა მდგომარეობა განიმუხტოს.
„საგანგაშო ინფორმაციაა ლუცკიდან. დილით, 09:25 საათზე პოლიციის განყოფილებაში მამაკაცმა დარეკა და თქვა, რომ ავტობუსი გაიტაცა, ტრანსპორტში მყოფი ადამიანები კი, მძევლებად აიყვანა. ოპერაცია „მძევალი“ ამ წუთებში მიმდინარეობს. ყველაფერი კეთდება, რომ სიტუაცია მსხვერპლის გარეშე დარეგულირდეს“, – წერს ვლადიმირ ზელენსკი.
უკრაინაში, ქალაქ ლუცკში უცნობმა მამაკაცმა ავტობუსი გაიტაცა და მძევლები აიყვანა.