უკრაინის უსაფრთხოების სამსახური კრემენჩუკის სავაჭრო ცენტრზე განხორციელებულ სარაკეტო დარტყმაზე პასუხისმგებელი პირების გამოვლენისა და დასჯის პირობას დებს
უკრაინის უსაფრთხოების სამსახური დნეპროპეტროვსკის ოლქის ქალაქ კრემენჩუკზე განხორციელებულ სარაკეტო დარტყმაზე პასუხისმგებელი პირების გამოვლენისა და დასჯის პირობას დებს.
როგორც უწყების განცხადებაშია აღნიშნული, გამოძიება მიმდინარეობს ომის კანონებისა და წესების დარღვევის მუხლით.
„ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რათა დავადგინოთ არა მხოლოდ მათი ვინაობა, ვინც გასროლა განახორციელა, არამედ ასევე იმ პირების, რომლებმაც გასცეს მშვიდობიანი უკრაინელების განადგურების შესაბამისი ბრძანება, რადგან არანაირი სამხედრო ან სხვა თავდაცვითი ობიექტი რაკეტების ჩამოვარდნის ადგილას არ იყო“, – ნათქვამია უწყების განცხადებაში.
ამასთან, უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანი ალექსი დანილოვი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს, რომ კრემენჩუკზე სულ მცირე ორი სარაკეტო დარტყმა განხორციელდა – ერთი რაკეტა სავაჭრო ცენტრს მოხვდა, მეორე კი – ადგილობრივ სტადიონს.
პოლტავის საოლქო სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ცნობით, რუსეთის ძალების სარაკეტო იერიშს კრემენჩუკზე ბოლო მონაცემებით, 11 ადამიანი ემსხვერპლა, 40 კი დაშავდა.