უკრაინის გენერალური პროკურორის ოფისის ცნობით, კრემენჩუკის სავაჭრო ცენტრზე თავდასხმის შემდეგ, პროკურატურამ მოქალაქეებისგან ახლობლების დაკარგვის შესახებ 40 განაცხადი მიიღო
უკრაინის გენერალური პროკურორის ოფისის ცნობით, კრემენჩუკის სავაჭრო ცენტრზე თავდასხმის შემდეგ, პროკურატურამ მოქალაქეებისგან ახლობლების დაკარგვის შესახებ 40 განაცხადი მიიღო

კრემენჩუკის სავაჭრო ცენტრზე რუსეთის მიერ განხორციელებული სარაკეტო იერიშის შემდეგ პროკურატურამ მოქალაქეებისგან ახლობლების დაკარგვის შესახებ 40 განაცხადი მიიღო. ამის შესახებ უკრაინის გენერალური პროკურორის ოფისი იტყობინება.

ამასთან, უწყების ცნობით, ამ ეტაპზე ცნობილია სარაკეტო დარტყმის შედეგად 13 დაღუპულის შესახებ.

სამედიცინო დახმარება 59 ადამიანს დასჭირდა, მათგან თითქმის ნახევარის მდგომარეობა მძიმეა. ერთი ადამიანი მიღებული ტრავმებისგან საავადმყოფოში გარდაიცვალა.

პროკურატურაში აცხადებენ, რომ მაშველები შენობის ნანგრევების გაწმენდას განაგრძობენ. სამძებრო-სამაშველო ოპერაციას ხანძარი ართულებს, რომლის ლოკალიზების მცდელობაც გრძელდება.

ამასთან, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენკის აცხადებს, რომ სავაჭრო ცენტრში მყოფი პირებისგან ბევრმა შენობა სარაკეტო დარტყმამდე დატოვა.

უკრაინაში, კრემენჩუკის რაიონში ერთ-ერთ სავაჭრო ცენტრზე სარაკეტო თავდასხმა განხორციელდა.