სალომე ზურაბიშვილი – კრემენჩუკიდან კადრებს როდესაც ვხედავთ, მსურს, გამოვხატო ჩვენი სრული სოლიდარობა უკრაინის მიმართ ამ მორიგი სასტიკი თავდასხმის გამო
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი უკრაინის ქალაქ კრემენჩუკის სავაჭრო ცენტრზე რუსეთის მიერ განხორციელებულ სარაკეტო დარტყმასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს.
საქართველოს პრეზიდენტი სრულ სოლიდარობას უცხადებს უკრაინას მორიგი სასტიკი თავდასხმის გამო.
„როდესაც ვხედავთ კადრებს კრემენჩუკიდან, მსურს, გამოვხატო ჩვენი სრული სოლიდარობა უკრაინის მიმართ ამ მორიგი სასტიკი თავდასხმის გამო. ნება მიბოძეთ, კიდევ ერთხელ ვთქვა: თავისუფლება და დამოუკიდებლობა ყოველთვის გაიმარჯვებს“, – წერს სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“.
As we see the images of #Kremenchuk, I express our full solidarity with Ukraine, in the face of yet another brutal attack.
Let me say it once again: freedom and independence will always prevail!
— Salome Zourabichvili (@Zourabichvili_S) June 27, 2022