უკრაინის შეიარაღებულ ძალებში ელიტური უკრაინული სპეცრაზმის მებრძოლების დაღუპვის შესახებ განაცხადეს
უკრაინის შეიარაღებულ ძალებში ელიტური უკრაინული სპეცრაზმის მებრძოლების დაღუპვის შესახებ განაცხადეს.
უკრაინის შეიარაღებული ძალების სპეციალური ოპერაციების ძალებში განაცხადეს, რომ 28 თებერვალს, ღამით დაიღუპნენ სპეციალური ოპერაციების 73-ე საზღვაო ცენტრის სამხედრო მოსამსახურეები.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბის ინფორმაციით, „უკრაინელი მებრძოლები დაიღუპნენ მაშინ, როდესაც სპეციალური დავალების შესრულების შემდეგ უზრუნველყოფდნენ ძირითადი დაჯგუფების გასვლას“.
ამასთან, რუსული ტელეგრამარხები ამტკიცებენ, რომ უკრაინელი სპეცრაზმელები ხერსონის ოლქში დესანტირებას ცდილობდნენ და რუს ჯარისკაცებთან შეტაკებისას, სულ მცირე, 20 უკრაინელი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა.
როგორც „ბიბისის“ რუსულენოვანი სამსახური იუწყება, უკრაინელი სპეცრაზმელები ხერსონის ოლქის სანაპიროთან ახლოს, შავ ზღვაში მდებარე კუნძულზე აპირებდნენ გადასვლას, რომლის დაკავების შემთხვევაშიც უკრაინელები შეძლებდნენ, დარტყმები მიეტანათ ხერსონის ოლქის იმ ნაწილზე, რომელიც ამ დრომდე რუსეთს აქვს ოკუპირებული, ასევე, ყირიმის ნახევარკუნძულის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილზე.