„ქართული ლეგიონის“ ინფორმაციით, დონეცკის მიმართულებაზე შეტევითი ოპერაციის დროს ლეგიონის ორი მებრძოლი დაიღუპა

16:21, 16.11.2023

დონეცკის მიმართულებაზე შეტევითი ოპერაციის დროს „ქართული ლეგიონის“ ორი მებრძოლი – რამაზ ფეტელავა და ბექა ლომაშვილი დაიღუპა.

ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინაში მებრძოლთა „ქართული ლეგიონი“ ავრცელებს.

„დაჭრილია ცხრა მებრძოლი, მათგან სამის მდგომარეობა მძიმეა. ქართული ლეგიონი სამძიმარს უცხადებს დაღუპულთა ოჯახებს. დიდება გმირებს“, – წერია სოციალურ ქსელში „ქართული ლეგიონის“ გვერდზე.

მსგავსი