უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროში ვარაუდობენ, რომ რუსეთი „მარცვლეულის შეთანხმებიდან“ ივლისში გავა
უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროში ვარაუდობენ, რომ რუსეთი „მარცვლეულის შეთანხმებიდან“ ივლისში გავა

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროში ვარაუდობენ, რომ რუსეთი „მარცვლეულის შეთანხმებიდან“ ივლისში გავა, – ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს ელჩმა, ექსპორტიორთა და ინვესტორთა საბჭოს კოორდინატორმა, ოლგა ტროფიმცევამ განაცხადა.

ტროფიმცევას თქმით, ამის მთავარი ფაქტორია თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის არჩევნებში გამარჯვება და რუსეთიდან ამიაკის ექსპორტისთვის ტერმინალის მშენებლობის დასრულება.

„ეს ნიშნავს, რომ ტოლიატი-ოდესის ამიაკის მილსადენი, რომელიც გამოიყენებოდა უკრაინის გავლით რუსული ამიაკის გადასატანად, აღარ არის ისეთი მნიშვნელოვანი“, – წერს ტროფიმცევა.

შეგახსენებთ, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა სამშაბათს დასავლეთის ქვეყნები შავი ზღვის მარცვლეულის ინიციატივის ფარგლებში რუსეთის მოთხოვნების შეუსრულებლობაში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ მოსკოვი შეთანხმებიდან გასვლას განიხილავს.