რეჯეფ თაიფ ერდოღანი - „მარცვლეულის შეთანხმების“ განახლებასთან დაკავშირებით კარგი შედეგი მალე იქნება მიღწეული
რეჯეფ თაიფ ერდოღანი - „მარცვლეულის შეთანხმების“ განახლებასთან დაკავშირებით კარგი შედეგი მალე იქნება მიღწეული

კარგი შედეგი შავი ზღვის „მარცვლეულის შეთანხმების“ განახლებასთან დაკავშირებით, რომელიც აუცილებელ მოლოდინებს დააკმაყოფილებს, მალე მიღწეული იქნება, – ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა.

თურქეთის პრეზიდენტის თქმით, ინიციატივის აღდგენა პრიორიტეტია მთელი მსოფლიოსთვის და ანკარა გაერო-სთან მჭიდრო კონტაქტზეა. ერდოღანის განცხადებით, შავი ზღვის მარცვლეულის შეთანხმებას მიმდინარე თვის ბოლოს გაერო-ს გენერალურ მდივანთან, ანტონიუ გუტერეშთან განიხილავს.

„ჩვენი წვლილის შედეგად, გაერო-მ მოამზადა ახალი პაკეტი, რომელიც გზას გაუხსნის ინიციატივის გამოცოცხლებას. მოსკოვში ვიზიტის დროს, (თურქეთის) საგარეო საქმეთა მინისტრმა რუს კოლეგასთან, ლავროვთან განიხილა წინადადებების ახალი პაკეტის ტექნიკური ასპექტი. რუსეთს ორი მოთხოვნა აქვს: პირველი – რუსული აგრარული ბანკის ჩართვა SWIFT (საერთაშორისო საბანკო) სისტემაში; მეორე – ტრანსპორტირებისთვის გამოყენებული გემები დაზღვეული უნდა იყოს. ევროპულ ან სხვა პორტებში ტვირთის გადასაზიდად გემები უნდა იყოს დაზღვეული“, – განაცხადა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა.