უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო - სილვიო ბერლუსკონის განცხადება წარმოადგენს პუტინის ხელებზე კოცნის მცდელობას, რომელიც მას სისხლში აქვს გასვრილი
ბერლუსკონის განცხადება წარმოადგენს პუტინის ხელებზე კოცნის მცდელობას, რომელიც მას სისხლში აქვს გასვრილი, – ასე გამოეხმაურნენ კიევში იტალიის ყოფილი პრემიერ-მინისტრის, სილვიო ბერლუსკონის განცხადებას, რომელშიც იტალიელმა პოლიტიკოსმა უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი გააკრიტიკა და თქვა, რომ „ზელენსკისისთვის საკმარისი იქნებოდა ორ ავტონომიურ რესპუბლიკაზე თავდასხმის შეწყვეტა და ეს ომი არ მოხდებოდა“
„ბერლუსკონის უსაფუძვლო ბრალდება უკრაინის პრეზიდენტის მისამართით არის მცდელობა, დაუკოცნოს პუტინს ის ხელები, რომლებიც მას იდაყვებამდე სისხლში აქვს გასვრილი. ეს არის ბერლუსკონის მცდელობა, აჩვენოს ლოიალურობა რუს დიქტატორს“, – წერს სოციალურ ქსელში უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენელი ოლეგ ნიკოლენკო.
ამასთან, უკრაინელი დიპლომატი ნიკოლენკო იხსენებს 2010 წელს, როდესაც ის ლიბიაში, უკრაინის საელჩოში მუშაობდა და მაშინ იტალიის პრემიერ-მინისტრი სილვიო ბერლუსკონი ლიბიის ლიდერს, მუამარ კადაფის ხელებზე კოცნიდა.