უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი - მივესალმები ნატო-ს მზადყოფნას, განამტკიცოს თანამშრომლობა შავ ზღვაზე, მათ შორის უკრაინასა და საქართველოსთან
მივესალმები ნატო-ს მზადყოფნას, განამტკიცოს თანამშრომლობა შავ ზღვაზე, მათ შორის უკრაინასა და საქართველოსთან, – ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ მიკრობლოგ „ტვიტერზე“ დაწერა.
მისი თქმით, ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე დისკუსია შეეხო შავი ზღვის უსაფრთოხებას.
„გახარებული ვარ, რომ დღეს ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაში მივიღე მონაწილეობა, ჩემს ქართველ კოლეგასთან ერთად. ფოკუსირებული დისკუსია იყო შავი ზღვის უსაფრთხოებასა და სხვა საკითხებზე. მივესალმები ნატო-ს მზადყოფნას, განამტკიცოს თანამშრომლობა შავ ზღვაზე, მათ შორის უკრაინასა და საქართველოსთან“, – წერს კულება.