უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი – მივესალმები ნატო-ს მზადყოფნას, განამტკიცოს თანამშრომლობა შავ ზღვაზე, მათ შორის უკრაინასა და საქართველოსთან
მივესალმები ნატო-ს მზადყოფნას, განამტკიცოს თანამშრომლობა შავ ზღვაზე, მათ შორის უკრაინასა და საქართველოსთან, – ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ მიკრობლოგ „ტვიტერზე“ დაწერა.
მისი თქმით, ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე დისკუსია შეეხო შავი ზღვის უსაფრთოხებას.
„გახარებული ვარ, რომ დღეს ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაში მივიღე მონაწილეობა, ჩემს ქართველ კოლეგასთან ერთად. ფოკუსირებული დისკუსია იყო შავი ზღვის უსაფრთხოებასა და სხვა საკითხებზე. მივესალმები ნატო-ს მზადყოფნას, განამტკიცოს თანამშრომლობა შავ ზღვაზე, მათ შორის უკრაინასა და საქართველოსთან“, – წერს კულება.
Glad to take part in today’s meeting of NATO Foreign Ministers together with my Georgian colleague @DZalkaliani. Focused discussions on Black Sea security & other issues. I welcome NATO’s readiness to strengthen cooperation in the Black sea, including with Ukraine & Georgia.
— Dmytro Kuleba (@DmytroKuleba) December 2, 2020