უკრაინის საბაჟო სახელმწიფო სამსახურში აცხადებენ, რომ პოლონელი ფერმერები უკრაინის 4 გამშვები პუნქტის ბლოკირებას განაგრძობენ
პოლონელი ფერმერები უკრაინის საზღვართან 4 გამშვები პუნქტის ბლოკირებას განაგრძობენ. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის საბაჟო სახელმწიფო სამსახური ავრცელებს.
„მედიკ-შეგინის“ გამშვებ პუნქტზე სატვირთო მანქანების მოძრაობა ორივე მიმართულებით არის შეზღუდული, ხოლო ავტობუსების და ავტომობილების გადაადგილება შეუფერხებლად ხორციელდება.
„კორჩევა-კრაკოვეცის“ გამშვებ პუნქტზე სატვირთო ავტომობილების გადაადგილება 20 აპრილის დილის 09:00 საათამდე იქნება ბლოკირებული.
შეგახსენებთ, 18 აპრილს პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, დონალდ ტუსკმა პოლონელ ფერმერებს მოუწოდა, შეწყვიტონ უკრაინასთან საზღვრის გადაკეტვა. ტუსკის თქმით, უკრაინა ამჟამად უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში იმყოფება.