რუმინეთში, უკრაინის საზღვართან დრონი ჩამოვარდა
რუმინეთში, უკრაინის საზღვართან დრონი ჩამოვარდა

რუმინეთში, უკრაინის საზღვართან დრონი ჩამოვარდა. ინფორმაციას ამის შესახებ რუმინული მედია რუმინეთის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

დრონის ნაწილები სასოფლო-სამეურნეო ნაკვეთში, ქალაქ ბრეილიდან 12 კილომეტრში აღმოაჩინეს.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება.

ამასთან, როგორც უკრაინული მედია წერს, დრონი რუსეთს ეკუთვნოდა და ის ცდილობდა, თავდასხმა განეხორციელებინა უკრაინაზე, რა დროსაც წყობიდან გამოვიდა და ჩამოვარდა.