პოლონეთის სოფლის მეურნეობის მინისტრი - ფერმერები ემოციებს ვერ გაუმკლავდნენ, მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ  მძიმე ეკონომიკურ მდგომარეობაში არიან
პოლონეთის სოფლის მეურნეობის მინისტრი - ფერმერები ემოციებს ვერ გაუმკლავდნენ, მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ მძიმე ეკონომიკურ მდგომარეობაში არიან

პოლონეთის სოფლის მეურნეობის მინისტრი, ჩესლავ სეკიერსკი პოლონეთ-უკრაინის სასაზღვრო პუნქტთან მომხდარი ინციდენტის გამო უკრაინას ბოდიშს უხდის.

„ფერმერები ემოციებს ვერ გაუმკლავდნენ, მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ ისინი ძალიან მძიმე ეკონომიკურ მდგომარეობაში არიან. საგაზაფხულო სამუშაოების წინა პერიოდში სასუქისა და მცენარეთა დაცვის საშუალებების შესაძენი ფული არ აქვთ. მათი სასოწარკვეთის გაგება რთული არ არის“, – ნათქვამია პოლონეთის სოფლის მეურნეობის მინისტრის განცხადებაში.

შეგახსენებთ, პროტესტის ნიშნად, პოლონელმა ფერემერებმა პოლონეთ-უკრაინის სასაზღვრო პუნქტთან სამი სატვირთო მანქანა გააჩერეს და მარცვლეული გადმოყარეს.