უკრაინის ქალაქ ბახმუტის დაცვისთვის ბრძოლაში ამერიკელი მოხალისე კუპერ ჰარის ენდრიუსი დაიღუპა, – ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
მედიის ცნობით, 26 წლის კუპერ ჰარისი ყოფილი საზღვაო ქვეითი იყო. ამერიკელი მოხალისე იყო – უცხოური ლეგიონის, შემდეგ კი წინააღმდეგობის კომიტეტის წევრი.
გავრცელებული ინფორმაციით, კუპერ ჰარისი ბახმუტში საევაკუაციო სამუშაოების მიმდინარეობისას დაიღუპა.