უკრაინის პრეზიდენტის წარმომადგენლის ცნობით, რუს მესაზღვრეებს 20-ზე მეტი უკრაინელი სამხედრო ჰყავთ დაკავებული
რუს მესაზღვრეებს 20-ზე მეტი უკრაინელი სამხედრო ჰყავთ დაკავებული, – ამის შესახებ ყირიმის ავტონომიურ რესპუბლიკაში უკრაინის პრეზიდენტის წარმომადგენელმა, ბორის ბაბინმა განაცხადა.
ბორის ბაბინის თქმით, რუსეთის მხრიდან პირდაპირი აგრესიის პასუხად, უკრაინის უშიშროების საბჭოსგან შესაბამის გადაწყვეტილებას ელოდება.
უკრაინის პრეზიდენტი, პეტრო პოროშენკო საომარი მდგომარების გამოცხადებასთან დაკავშირებით სამხედრო კომიტეტის წინადადებას მხარს უჭერს. უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, პაველ კლიმკინის განცხადებით, უკრაინის ტერიტორიაზე აგრესიის გარდა, რუსეთმა ომი ნეიტრალურ წყლებშიც გააჩაღა.
ქერჩის სრუტეში რუსეთის აგრესიული მოქმედების გამო, უკრაინა გაერო-ს უშიშროების საბჭოს საგანაგებო სხდომის მოწვევას გეგმავს.
რუსეთის უშიშროების სამსახური უკრაინის სამი ხომალდის დაკავების და ცეცხლის გახსნის ფაქტს ადასტურებს. რუსეთი უკრაინულ გემებს ტერიტორიულ წყლებში შეჭრაში ადანაშაულებს. რუსეთის უშიშროების სამსახურში აცხადებენ, რომ დაჭრილ უკრაინელ სამხედროებს სამედიცინო დახმარება აღმოუჩინეს და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
რუსულმა ხომალდებმა უკრაინის კატარღებს ოდესის პორტიდან მარიუპოლის პორტში გადაადგილების დროს ცეცხლი გაუხსნეს. ინციდენტის შედეგად, უკრაინის ექვსი მოქალაქეა დაშავებული.