უკრაინის პრეზიდენტის სახლის მცველმა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს თავი მოიკლა
უკრაინის პრეზიდენტის სახლის მცველმა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს თავი მოიკლა.
უკრაინული გამოცემა Strana.ua-ს ინფორმაციით, ეროვნული პოლიციის სპეციალური დანიშნულების ლეგიონის წევრმა, უფროსმა სერჟანტმა, სერგეი გალასიუკმა პეტრო პოროშენკოს სახლთან, კონჩა-ზასპში თავი მოიკლა.
უკრაინული მედიის ინფორმაციით, პოლიციელმა თავი 23 თებერვალს მოიკლა და ინფორმაცია ერთ-ერთ ვებგვერდზე გავრცელდა, თუმცა სწრაფადვე წაიშალა. გალასიუკის დაღუპვას უკრაინის პოლიციაშიც ადასტურებენ.