უკრაინის პრეზიდენტის სახლის მცველმა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს თავი მოიკლა

18:27, 08.03.2018

უკრაინის პრეზიდენტის სახლის მცველმა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს თავი მოიკლა.

უკრაინული გამოცემა Strana.ua-ს ინფორმაციით, ეროვნული პოლიციის სპეციალური დანიშნულების ლეგიონის წევრმა, უფროსმა სერჟანტმა, სერგეი გალასიუკმა  პეტრო პოროშენკოს სახლთან, კონჩა-ზასპში თავი მოიკლა. 

უკრაინული მედიის ინფორმაციით, პოლიციელმა თავი 23 თებერვალს მოიკლა და ინფორმაცია ერთ-ერთ ვებგვერდზე გავრცელდა, თუმცა სწრაფადვე წაიშალა. გალასიუკის დაღუპვას უკრაინის პოლიციაშიც ადასტურებენ.

მსგავსი