ემანუელ მაკრონი – უკრაინის შესახებ გადაწყვეტილებები არ უნდა მიიღებოდეს უკრაინის გარეშე, ისევე როგორც ევროპის შესახებ – ევროპის გარეშე

17:17, 12.11.2024
Emmanuel Macron, le Président de la République reçoit Mme Roberta Metsola, présidente du Parlement européen, le mardi 31 octobre au Palais de l’Elysée, dans le cadre de sa visite en France.
Palais de l'Élysée, 55 Rue du Faubourg Saint-Honoré, 75008 Paris
Le 31/10/2023
Photo : Delphine Goldsztejn

Emmanuel Macron, le Président de la République reçoit Mme Roberta Metsola, présidente du Parlement européen, le mardi 31 octobre au Palais de l’Elysée, dans le cadre de sa visite en France. Palais de l'Élysée, 55 Rue du Faubourg Saint-Honoré, 75008 Paris Le 31/10/2023 Photo : Delphine Goldsztejn

უკრაინის შესახებ გადაწყვეტილებები უკრაინის გარეშე არ უნდა მიიღებოდეს, ისევე როგორც ევროპის შესახებ – ევროპის გარეშე, – საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა პარიზში, ნატო-ს გენერალურ მდივანთან, მარკ რუტესთან შეხვედრის შემდეგ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

როგორც მაკრონმა აღნიშნა, უკრაინისთვის შემდგომი მხარდაჭერა უპირობო პრიორიტეტად უნდა დარჩეს. მისივე თქმით, რუსეთში ჩრდილოკორეელი ჯარისკაცების გაგზავნა სერიოზული ესკალაციაა.

„ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოებისთვის საჭიროა ძლიერი უკრაინა, ძლიერი ევროპა და ძლიერი ალიანსი. გავაგრძელებთ მოწოდებას, რომ ნატო-მ და მოკავშირეებმა უკრაინას გაუწიონ ყველა საჭირო მხარდაჭერა, რამდენ ხანსაც საჭირო იქნება. ეს არის ერთადერთი გზა მოლაპარაკებებისკენ. მინდა, ხაზი გავუსვა, რომ არანაირი გადაწყვეტილება არ შეიძლება მიიღებოდეს უკრაინის შესახებ უკრაინის გარეშე და ევროპის შესახებ – ევროპელების გარეშე“, – განაცხადა მაკრონმა.

მსგავსი