ჩრდილოეთ კორეამ რუსეთთან თავდაცვის შეთანხმების რატიფიცირება განახორციელა
TOPSHOT - This pool image distributed by Sputnik agency shows Russian President Vladimir Putin (R) and North Korea's leader Kim Jong Un (L) shaking hands during their meeting at the Vostochny Cosmodrome in Amur region on September 13, 2023, ahead of planned talks that could lead to a weapons deal with Russian President. (Photo by Vladimir SMIRNOV / POOL / AFP) (Photo by VLADIMIR SMIRNOV/POOL/AFP via Getty Images)
ჩრდილოეთ კორეამ რუსეთთან თავდაცვის შეთანხმების რატიფიცირება განახორციელა. განკარგულებას ხელი ქვეყნის ლიდერმა, კიმ ჩენ ინმა მოაწერა. ინფორმაციას ამის შესახებ „დოიჩე ველე“ ავრცელებს.
ხელშეკრულება მხარეებს შეიარაღებული თავდასხმის შემთხვევაში ერთმანეთის დახმარებას ავალდებულებს. ადგილობრივი მედიის ცნობით, შეთანხმება ძალაში შევა დაუყოვნებლივ, როგორც კი მხარეები რატიფიცირებულ სიგელებს ოფიციალურად გაცვლიან.
აღსანიშნავია, რომ რუსულმა მხარემ დოკუმენტის რატიფიცირება გასულ კვირას განახორციელა და მას ხელი უკვე მოაწერა პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა.
ცნობისთვის, რუსეთსა და ჩრდილოეთ კორეას შორის სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ შეთანხმება მიმდინარე წლის ივნისში გაფორმდა, როდესაც ვლადიმირ პუტინი ფხენიანს ვიზიტით ეწვია.
რამდენიმე დღის წინ, უკრაინამ განაცხადა, რომ ქვეყნის შეიარაღებულ ძალებს ჩრდილოეთ კორეის სამხედროებთან კურსკის რეგიონში მოუწიათ შეტაკება.