უკრაინის პრეზიდენტის ოფისის წარმომადგენელი აცხადებს, რომ რუსეთი მოლაპარაკებებზე მოთხოვნებს ამცირებს
უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველი, ალექსეი არესტოვიჩი აცხადებს, რომ მოლაპარაკებებზე რუსეთი მოთხოვნებს ამცირებს. არესტოვიჩის თქმით, რუსეთის დელეგაცია აღარ საუბრობს დენაციფიკაციაზე და არაბლოკურ სტატუსზეც განსაკუთრებული აქცენტი არ გაკეთებულა.
უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველი ამბობს, რომ საუბარი იყო უკრაინაში გარკვეული ტიპის შეტევითი იარაღის განლაგების პრევენციაზე.
„მოთხოვნების ეს შემცირება იმაზე მეტყველებს, რომ რუსეთის ფედერაციას ესმის, რომ მათი პოლიტიკური მიზნების სამხედრო გზით მიღწევა შეუძლებელია. იყო თეორიული შეთანხმება, მხარეთა თანხმობა ჰუმანიტარული დახმარების ან ჰუმანიტარული დერეფნების უზრუნველყოფის შესახებ უკრაინის გარშემორტყმული ქალაქებისთვის, ქალაქებისთვის, რომლებიც განიცდიან რუსეთის შემოჭრას“, – აღნიშნა ალექსეი არესტოვიჩმა.
შეგახსენებთ, ბოლო დღეების განმავლობაში უკრაინისა და რუსეთის დელეგაციებს შორის უკვე ორი შეხვედრა გაიმართა.