ირაკლი კობახიძე - მგონია, რომ უკრაინის ხელისუფლების ყოფილი თუ მოქმედი მაღალჩინოსნების მხრიდან დასავლეთზე რაღაცების გადაბრალება არასწორია
ირაკლი კობახიძე - მგონია, რომ უკრაინის ხელისუფლების ყოფილი თუ მოქმედი მაღალჩინოსნების მხრიდან დასავლეთზე რაღაცების გადაბრალება არასწორია

მგონია, რომ უკრაინის ხელისუფლების ყოფილი თუ მოქმედი მაღალჩინოსნების მხრიდან დასავლეთზე რაღაცების გადაბრალება არასწორია, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

ირაკლი კობახიძეს კითხვა დაუსვეს  უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ყოფილმა მრჩეველის, ალექსეი არესტოვიჩის განცხადებაზე, სადაც არესტოვიჩმა აღნიშნა: „უკრაინა სტრატეგიულ ჩიხშია, დასავლეთის ნაწილი მზად არის, ჩვენი მიწებითა და სისხლით გადაიხადოს, რათა რუსეთმა არ წააგოს, არ დაექვემდებაროს ჩინეთს, ჩვენ ამ ომში გადაგვაგდეს“.

როგორც ირაკლი კობახიძემ განაცხადა, ბოლო პერიოდში გახშირდა უკრაინის ყოფილი თუ მოქმედი მაღალჩინოსნების თავდასხმები დასავლეთზე.

„ჩვენ ამ საკითხში ღრმად ვერ შევალთ. ზოგადად, მგონია, რომ უკრაინის ხელისუფლების ყოფილი თუ მოქმედი მაღალჩინოსნების მხრიდან დასავლეთზე რაღაცების გადაბრალება არასწორია. რა თქმა უნდა, ნებისმიერი ხელისუფლება მოქმედებს საკუთარი პასუხისმგებლობით, როცა გადაწყვეტილებებს იღებს და განსაკუთრებით მაშინ, როცა ეს დაკავშირებულია ომის შეწყვეტასთან თუ გაგრძელებასთან. ეს ის პოლემიკაა, რაშიც ჩვენ ვერ ჩავერთვებით. ეს არის უკრაინელი მაღალჩინოსნებისა და დასავლეთის საქმე“, – განაცხადა კობახიძემ.